ქარ \ ENG
გადავწყვიტეთ, ტრადიცია გავაგრძელოთ.. ცეკვა, რომელიც თავისუფლების უმაღლესი გამოხატულებაა, ახლა ყველაზე მეტად გვაკლია..
შაბათს, 21 იანვარს ექსტატური ცეკვის პრაქტიკით ჩვენ ისევ ვეშვებით საკუთარ თავში დატრიალებულ თავგადასავლებში; და ამჯერადაც, ამ თავგადასავლების მესაჭე DJ SABIUS იქნება
რა არის ექსტატური ცეკვა (Ecstatic Dance)?
ექსტატური ცეკვა არის მოძრაობა მუსიკის ნაკადში, დასვენება და თავისუფლება.
ეს არის პრაქტიკა, რომელსაც აქვს თერაპიული ეფექტი. ის დროის მცირე მონაკვეთში ხსნის სტრესს და დადებით გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე.
ცეკვის ცოდნა და სტანდარტული ილეთების კეთება საჭირო არ არის. პირიქით, რაც უფრო არანორმალურად და ინსტინქტურად გავამოძრავებთ სხეულს, მით უფრო მარტივად შეგვეძლება გონების გადამეტებული ფიქრებისგან და ზედმეტი ემოციებისგან დაცლა;
საბოლოოდ კი სიმსუბუქის და მადლიერების შეგრძნება.
გახსოვდეთ, არასწორად ცეკვა არ არსებობს და ხართ მშვენიერი ისეთი, როგორიც ხართ!
"ექსტატურმა ცეკვამ გამახსენა ბავშვური სილაღე, მაპოვნინა თავდაჯერებულობა და თავისფულება საკუთარ თავში და გამაერთიანა ერთი შეხედვით უცხო ადამიანებთან," - ამბობს DJ SABIUS.
დიჯეინგის დროს საბიუსი მიქსავს მედიტატიურ, მისტიურ, რეგენერაციულ მუსიკებს, ეთნიკურ, tribal, ეიფორიულ bass კლუბურ მუსიკასთან ერთად, რაც აუცილებლად გამოგაცოცხლებს შენს ცეკვაში!
აქვე, მის მუსიკას გაგიზიარებთ იმის მეტად წარმოსადგენად, თუ რა გელით:
https://tinyurl.com/djsabius
რჩევები ცეკვის დროს მეტი ჰარმონიისთვის:
გამოიყენეთ მხოლოდ სხეულის ენა; შეგიძლიათ წამოიყვიროთ, გადაიხარხაროთ, იტიროთ კიდეც! ყველაფერი მოსულია, სიტყვების გარეშე [თუ რაიმე სახის დახმარება დაგჭირდებათ დაბალ ხმაზე მიმართეთ ერთერთ ორგანიზატორს].
იმოძრავეთ, როგორც გინდათ და იყავით ყურადღებით (რომ არ დავეჯახოთ ერთმანეთს).
პირადად არაფერი მიიღოთ; პატივი ეცით თქვენს თავს და თანამოცეკვავეებს [ზოგი აქ მხოლოდ თავის თავთან საცეკვაოდ მოდის].
იმისთვის, რომ ადამიანმა უკეთ შეიცნოს საკუთარი თავი, სხეული და შეგრძნებები, ვიდეოს გადაღება და საუბარი ცეკვის პროცესში არ არის სასურველი.
რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩათში
ან დაგვირეკეთ: 595 620 001
პრაქტიკის ფასი: 20 ლარი
ლუმოსის მისამართი: საირმის 71 (გოძიაშვილის პარკში)
On Sunday, on 21 january , through Ecstatic Dance journey we are once more diving deep in the inner adventures; and the pilot of this journey will again be DJ SABUS with his hand-picked music collection.
DJ SABIUS (Saba Sea) has spent 5 years in Santa Cruz, California, in a Conscious Dance community, where dance is seen as psycho-somatic therapy and a healing modality. Saba mixes meditative, mystic, regenerational sounds with ethnic, tribal, euphoric bass music; and is sure to serve you as you come alive through your dance!
What is Ecstatic Dance?
Ecstatic Dance (a.k.a. Conscious Dance) is a dynamic-meditative, expressive dance practice, popular around the world. In a communal space, during unconstrained movement people free up their body-mind from negativities.
no need to have previous dance experience of any kind. On the contrary, the more abnormally and instinctively we move our bodies, the easier it will be to free our over-thinking mind and let go of excess/unnecessary emotions; and finally to feel light and gratitude.
Remember, there is no right way of dancing, and you are beautiful as you are!
For registration please write us in chat
or call at 595 620 001
Practice cost: 20 GEL
Lumos' address: Sairme St. 71 (inside Godziashvili Park)