ლუმოსური გასვლები
20-26 ივლისს ლუმოსის იოგასა და მედიტაციის მასწავლებელი, შივო გეპატიჟებათ თვითშემეცნების დაუვიწყარ თავგადასავალში ჯადოსნურ ნუნისში, სადაც გვიმასპინძლებს ულამაზეს წიწვოვან ტყეში ჩაძირული მყუდრო კოტეჯები სასიამოვნო და მყუდრო ატმოსფეროთი.
რა გველის რითრითზე შივოსთან ერთად?
სხვადასხვა მოწინავე პრაქტიკა, რომლებიც გვხვდება ბრილიანტის გზის ბუდიზმში.
ტექნიკები, რომლებიც მუშაობს ენერგეტიკულ არხებზე, შინაგან სითბოზე, ენერგიის გამოღვიძებასა და მის გააქტიურებაზე ცენტრალურ ენერგეტიკულ არხში.
მედიტაცია ბრილიანტის გონებაზე.
ძირითადი პრაქტიკები და აქტივობები, რომლებსაც შევასრულებთ რითრითის განმავლობაში:
1. ენერგეტიკული არხებზე მუშაობა (ცა ლუნგი, იანტრები)
ნატიფი ენერგეტიკული არხებისა (ცა) და ქარების (ლუნგი) გაწმენდა და მათი დაბალანსება.
პრაქტიკა: არხების ვიზუალიზაცია, სუნთქვითი სავარჯიშოები და ფიზიკური მოძრაობები.
2. მედიტაცია შინაგან სითბოზე
ჭიპის ჩაკრაში ენერგიის სტაბილიზაცია, შინაგანი სითბოს აღძვრა და შენარჩუნება, სიცარიელისა და ნეტარების დაკავშირება.
პრაქტიკა: ცეცხლის ალის ვიზუალიზაცია და ენერგიებისა და ყურადღების მანიპულაცია იმისთვის, რომ სხეულში გაღვივდეს სითბო, გაიზარდოს სიცოცხლისუნარიანობა და მიიღწეს მედიტაციის უფრო ღრმა მდგომარეობები.
3. მედიტაცია ბრილიანტის გონებაზე, საიდანაც მოედინება გამწმენდი ენერგიის ნექტარი.
სხეულისა და გონების გაწმენდა ნეგატიური კარმისა და დაბრკოლებებისგან, ქვეცნობიერების გასუფთავება.
პრაქტიკა: ბრილიანტის გონების ვიზუალიზაცია მანტრასთან ერთად, რაც ათავისუფლებს და წმენდს მას.
4. საუბრები და განხილვები ბუდისტური ფილოსოფიის, თეორიისა და პრაქტიკის.
როგორ გამოიყურება რითრითის ერთი დღე?
დღის განმავლობაში გელით 3 ფორმალური პრაქტიკის სესია, რომელიც დაიწყება დილას, 06:00 საათზე, გაგრძელდება შუადღეს და დასრულდება საღამოს 10:00 საათზე.
ამის შემდეგ ვისვენებთ და ვინარჩუნებთ მდუმარებას.
რითრითზე დაუშვებელია ნებისმიერი სახის ინტოქსიკაციური ან მათრობელა საშუალების წამოღება და მოხმარება.
რითრითი განკუთვნილია მათთვის, ვისაც აქვს ღიაობა ტრანსფორმაციებიესთვის, ვინც დაინტერესებულია აღმოსავლური ფილოსოფიით, შინაგან ენერგიებთან მუშაობით და მედიტაციური გამოცდილების გაღრმავებით.
რითრითში მონაწილეობის მისაღებად, სასურველია გარკვეული გამოცდილება იოგას პრაქტიკასა და საბაზისო მედიტაციის ტექნიკებში.
რითრითის ღირებულებაა:
3 დღე - 400 ლარი
5 დღე - 600 ლარი
ღირებულებაში შედის:
მგზავრობა
ორჯერადი ვეგეტარიანული კვება
3-4 კაციან კოტეჯებში განთავსება
ყველა პრაქტიკაზე დასწრება
რითრითი დასასრულს, დონაციის პრინციპით, მასწავლებელს შეგიძლიათ გადასცეთ თქვენთვის სასურველი და მისაღები თანხა მოსახერხებელი ფორმით.
5, 6, 7 ივლისს, ლუმოსის იოგას ინსტრუქტორი, თემო ბესელია, გეპატიჟებათ წყალტუბოში იოგასა და თერაპიული მედიტაციების სამდღიან რითრითში.
თემო ლუმოსის გამოცდილი იოგას ინსტრუქტორია, რომელიც რეგულარული კლასების გარდა, ოშოს თერაპიულ- კათარზისული მედიტაციის სესიებს სესიებსაც უძღვება.
რა გველის სამდღიან რითრითზე?
იოგა;
აქტიური კათარზისულ-თერაპიული მედიტაცია;
სატ ნამ რასაიან მედიტაცია;
სატ ნამ რასიან არის ძველინდური განკურნების მედიტაციური პრაქტიკა კუნდალინი იოგადან, ის ცნობილი გახდა მეოცე საუკუნეში იოგი ბჰაჯანის მიერ. მანამდე ამ ტექნიკას საიდუმლოდ ინახავდნენ ინდოეთის სიქჰი იოგები. ამ მეთოდით მიიღწევა სრული სიჩუმე და გონების სიცარიელე, შუნია (განულება), რაც აბალანსებს ენერგიას და აფართოებს ცნობიერებას.
როგორ გამოიყურება რითრითის ერთი დღე:
დილას დინამიური კათარსიზული პრაქტიკები;
შუადღეს ჰათჰა იოგა;
საღამოს სატ ნამ რასაიანას მედიტაცია.
რითრითის ღირებულებაა: 470 ლარი.
ღირებულებაში შედის:
ტრანსპორტირება;
განთავსება სასტუმროში;
კვება;
ყველა პრაქტიკაზე დასწრება;
რითრითის ღირებულებაში არ შედის
მასწავლებლის ანაზღაურება. დონაციის პრინციპით, მასწავლებელს შეგიძლიათ გადასცეთ თქვენთვის სასურველი და მისაღები თანხა მოსახერხებელი ფორმით.
რეგისტრაციისთვის:
მოგვწერეთ ჩათში
ან დაგვირეკეთ ნომერზე:
595 620 001
ჩვენი სტუდიის მისამართია:
საირმის 71 გოძიაშვილის პარკში
7, 8 და 9 ივნისს მოქშა ფეიქარი გეპატიჟებათ სამდღიან რითრითზე ნალოგეხის ნაკრძალში.
მოქშა ფეიქარი სისტემური, საოჯახო და საორგანიზაციო განლაგების მეთოდოლოგიის სერტიფიცირებული ფასილიტატორი, CONSTELLATORS GEORGIA -ს დამფუძნებელი და მედიტაციური თერაპიების სპეციალისტია მრავალწლიანი გამოცდილებით.
რა გველის რითრითზე?
რა გელით სამდღიან რითრითზე?
სონია მიტერმაიერის არქეტიპების ცეკვა;
სოციალურ-ემოციური გაცნობიერების მედიტაციები (AUM - Awareness Understanding Meditation);
სისტემური განლაგებები თემებზე: არქეტიპები, ტრანსგენერაციული პატერნები (წინაპრების ხაზის დამუშავება), პერსონალური განვითარების ქრონოლოგია და რესურსების ინტეგრაცია.
რითრითის სიკეთეები:
პირველ ეტაპზე აქტიური და პასიური მედიტაციური და თერაპიული მეთოდების დახმარებით დაგროვილი და გაუფილტრავი ემოციებისგან „დაფერთხვა“;
შემდეგ ეტაპზე დაფარული შემოქმედებითი რესურსების გამოვლენა და მათი დელეგირება;
ემოციური ფონის დაბალანსება.
პასიური მხარეების გააქტიურება შინაგან სუბპერსონალიებთან და ფსიქოსტრუქტურებთან (არქეტიპებთან) დიალოგით.
აქტიური ნაწილების დარეგულირება ფიზიკურ, ემოციურ და კოგნიტურ შრეებზე.
შედეგად მიღებული გამოცდილებების, როგორც რესურსების უკეთ აღქმა და მათი ინტეგრირება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
შედეგად პირადი ურთიერთობების ფართო პერსპექტივით დანახვა;
ფიზიკური, ემოციური და ფსიქიკური სიმპტომების ანალიზი და მათი განკურნების გზების დასახვა;
მოტივაციის, თვითრწმენის, საკუთარ თავზე მზრუნველობის მნიშვნელობის გაგება;
პირადი საზღვრების აღქმა;
გარშემომყოფებთან კომუნიკაციის გაუმჯობესება.
რითრითზე ადგილები შეზღუდულია.
რითრითის ღირებულებაა: 350$
ღირებულება მოიცავს:
საოჯახო სასტუმროში განთავსება 2 ან 3 ადგილიან ნომრებში;
სამჯერად კვებას;
სასტუმროს სერვისებით სარგებლობას;
ყველა პრაქტიკაზე დასწრებას.
ღირებულება არ მოიცავს ტრასპორტირებას.
რეგისტრაციისთვის
მოგვწერეთ ჩათში.
ან დაგვირეკეთ:
595 620 001
ჩვენი სტუდიის მისამართია:
საირმის 71 გოძიაშვილის პარკში
17, 18, 19 მაისს ლუმოსის იოგასა და მედიტაციის მასწავლებელი, შივო გეპატიჟებათ თიანეთში თვითშემეცნების სამდღიან მოგზაურობაში.
რითრითში შეისწავლით და გამოსცდით სულიერ პრაქტიკებს - „მოსიყვარულე თვალების ტანტრა“ და შინეს მედიტაცია, რომლებიც ფოკუსირებულია თანაგრძნობისა და ყურადღების კულტივირებაზე. ესაა შესაძლებლობა, გაიღრმავოთ მედიტაციის პრაქტიკა და ახლოს გაიცნოთ ტიბეტური ბუდიზმის ფილოსოფია.
რითრითს შეგიძლიათ შეუერთდეთ 2 ან 3 დღის განმავლობაში.
რითრითის ღირებულებაა:
2 დღე - 220 ლარი;
3 დღე - 300 ლარი.
ღირებულებაში შედის:
განთავსება საოჯახო სასტუმროში;
ორჯერადი ვეგეტარიანული კვება;
პრაქტიკებზე დასწრება.
რითრითის ღირებულებაში არ შედის:
მასწავლებლის ანაზღაურება.
ტრანსპორტირება (გადავნაწილდებით მონაწილეების მანქანებში);
დონაციის პრინციპით, მასწავლებელს შეგიძლიათ გადასცეთ თქვენთვის სასურველი და მისაღები თანხა მოსახერხებელი ფორმით.
რა გელით რითრითზე?
პირველი დღე - პრაქტიკის გაცნობა.
მედიტაციის ორივე ტექნიკის შესწავლა და გამოყენება: ვიზუალიზაცია;
მანტრის გამეორება;
ბოდჰისატვას თვისებებზე ორიენტაცია.
მეორე დღე - დილის პრაქტიკა, „შინე“ მედიტაცია 07:00 საათზე. მედიტაციაში გონების ფუნქციონირების მექანიზმების განხილვა, 4 სახის სიყვარული და 6 სახის ნეგატიური გრძნობა, რომლებიც ტრანსფორმირდება სხვადასხვა სიბრძნეში.
მესამე დღე: პრაქტიკა საღამომდე.
საუბარი თემაზე, როგორ დავნერგოთ ეს პრაქტიკები ყოველდღიურობაში. რითრითში მიღებული გამოცდილებების გაზიარება.
გაითვალისწინეთ, რომ პრაქტიკები მთელი დღის განმავლობაში, პატარ-პატარა ბლოკებით გრძელდება. ვიცავთ კეთილშობილ მდუმარებას, მინიმალურად ვიყენებთ მობილურებს და სხვა ტექნიკურ მოწყობილობებს.
რითრითში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც დამწყებ, ასევე გამოცდილ პრაქტიკოსებს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია სწორი მოტივაცია, რადგან რითრითი არ არის განკუთვნილი დასვენებისთვის და მოითხოვს პრაქტიკაში ჩართულობას მთელი დღის განმავლობაში, რაც მოითხოვს შესაბამის ძალისხმევას.
9, 10 და 11 მაისს, ლუმოსის იოგას ინსტრუქტორები, დოვიდასი, ირაკლი და სალომე გეპატიჟებათ სამდღიანი გაწმენდისა და განახლების რითრითზე ცემში
ცემში გვიმასპინძლებს სასტუმრო განთიადი, მყუდრო და კომფორტული ნომრებით, ტყესთან ახლოს, რაც კიდევ უფრო დაუვიწყარ თავგადასავალს გვპირდება.
ირაკლი, სალომე და დოვიდასი იოგას გამოცდილი და ყურადღებიანი მასწავლებლები არიან, მათი სწავლების მთავარი მიმართულებებია: ჰათჰა იოგა, თერაპიული იოგა და იოგა ინდივიდუალური მიდგომით.
გასვლის ღირებულებაა: 350 ლარი
ღირებულებაში შედის:
მგზავრობა;
განთავსება სასტუმროში;
კვება;
ყველა პრაქტიკაზე დასწრება.
რა გელით სამდღიანი განახლების რითრითზე?
მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვება ორგანიზმის გასაწმენდად და უჯრედების გასაახლებლად - პირველ დღეს კვება ხილით, მეორე დღეს ბოსტნეულის სალათები, მესამე დღეს კი ვეგანური, მსუბუქი და ჯანსაღი კერძები, რომლებიც აგვავსებს ორგანიზმისთვის საჭირო მიკროელემენტებით.
მრავალფეროვანი იოგას პრაქტიკა სხეულის გასაძლიერებლად, ამტანობისა და მოქნილობის გასაზრდელად, კუნთების გასაწელად და მოსადუნებლად, რელაქსაციისა და დარბილებისათვის.
სუნთქვითი ვარჯიშები - ინსტრუქტორის მეთვალყურეობით სწორად და ყურადღებით შესრულებული სუნთქვითი ვარჯიშები ამშვიდებს და აბალანსებს გონებას, ათავისუფლებს დაგროვილ გაუცნობიერებელ და ნეგატიურ ემოციებს.
კონცენტრაცია და მედიტაცია - მენტალური სავარჯიშოები, რომლებიც ამცირებს შფოთვას და აძლიერებს კონცენტრაციას.
ბგერითი თერაპია დიჯერიდუთი - მაღალი სიხშირის ბგერები დადებით გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, მიიღწევა რელაქსაციისა და მსუბუქი თერაპიული ტრანსის მდგომარეობა.
სიარულის მედიტაცია - მდუმარე მდგომარეობაში სიარულისას შესრულებული მარტივი, უბრალო ტექნიკა, რომელიც ძალიან საჭიროა დღევანდელ აჩქარებულ სამყაროში.
სადჰუ ლურსმნებზე დგომა - დაფაზე დგომისას სტიმულირდება ფეხისგულებში არსებული ნერვული დაბოლოებები და მთელ ორგანიზმში იგზავნება სასარგებლო იმპულსები. ის ასევე ეფექტური თერაპიულ-ემოციური გაწმენდაცაა.
რეგისტრაციისთვის:
მოგვწერეთ ჩათში
ან დაგვირეკეთ ნომერზე:
595 620 001
ჩვენი სტუდიის მისამართია:
საირმის 71 გოძიაშვილის პარკში
გაზაფხული განახლებისა და გადატვირთვის დროა. 18-21 აპრილს ლუმოსის იოგასა და მედიტაციის მასწავლებელი, შივო გეპატიჟებათ მედიტაციის რითრითზე ლაგოდეხში, ეროვნულ ნაკრძალთან ახლოს, სადაც გვიმასპინძლებს სასტუმრო ლაგოდეხი ინნ, მყუდრო და კომფორტული ნომრებითა და ეზოთი.
სურვილისამებრ, რითრითს შეგიძლიათ შეუერთდეთ სამი დღის განმავლობაში - 19-21 აპრილს.
რითრითის ღირებულებაა:
5 დღე, 18-22 აპრილი - 600 ლარი;
3 დღე, 19-21 აპრილი - 330 ლარი.
ღირებულებაში შედის:
განთავსება სასტუმროში;
ვეგეტარიანული კვება;
ყველა პრაქტიკა რითრითის განმავლობაში;
რითრითის ორგანიზება;
რითრითის ღირებულებაში არ შედის ტრანსპორტირება და მასწავლებლის ანაზღაურება. დონაციის პრინციპით, მასწავლებელს შეგიძლიათ გადასცეთ თქვენთვის სასურველი და მისაღები თანხა მოსახერხებელი ფორმით.
რატომ მივდივართ რითრითში?
უძველესი დროიდან იოგები რითრითში იმისთვის მიდიოდნენ, რომ დროებით მოწყვეტოდნენ ყოველდღიურ ცხოვრებას და მთელი დრო დაეთმოთ საკუთარი პრაქტიკისთვის. თანამედროვე სამყაროში, სადაც გონება მუდმივად გადატვირთულია გარე გამღიზიანებლებით, ძალიან მნიშვნელოვანია პერიოდულად რითრითში წასვლა.
რას გველის მედიტაციის რითრითში შივოსთან ერთად?
რითრითის მთავარი შემადგენელი ნაწილია მედიტაციის ტექნიკა, „შინე“, რომელიც გულისხმობს გონების დასვენებას გარკვეულ ობიექტზე. ამ დროს გონება ერთდროულად მოდუნებულიცაა და ფხიზელიც, რაც ზრდის ყურადღებას, გვათავისუფლებს სტრესისგან და გვივითარებს გონების მდგომარეობების კონტროლის ფუნდამენტურ უნარებს.
როგორი იქნება რითრითის ერთი დღე ლაგოდეხში?
ყოველი დღე დაიწყება დილის იოგას პრაქტიკით, შემდეგ კი მოჰყვება მედიტაცია, რომელიც დაყოფილია რამდენიმესაათიან ბლოკებად - იწყება მცირე დროით და იზრდება პროგრესულად. შუადღისას კი გველის სიარულის მედიტაცია ბუნებაში, ძენის სტილში.
რითრითზე წამოსასვლელად საჭიროა სწორი მენტალური მზაობა, რაც გულისხმობს მზადყოფნას რთულ მომენტებში გამძლეობისა და მრავალსაათიანი პრაქტიკისთვის სტატიკურ, მჯდომიარე პოზიციაში.
ძალისხმევისა და მოთმინების სანაცვლოდ, რითრითი გვაძლევს დიდ ძალას, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში დაბრუნების შემდეგ ცვლის ცხოვრების ხარისხს.
რითრითზე შემოერთებისათვის არაა აუცილებელი, გქონდეთ წინასწარი ცოდნა ან გამოცდილება. ყველა საჭირო ინსტრუქციასა და ცოდნას მასწავლებლისგან მიიღებთ.
გაითვალისწინეთ, რომ რითრითი არაა რეკომენდებული მენტალური ჯანმრთელობის მძიმე მდგომაროეობის შემთხვევაში.
რეგისტრაციისთვის:
მოგვწერეთ ჩათში:
ან დაგვირეკეთ:
595 620 001
ჩვენი სტუდიის მისამართია:
საირმის 71 გოძიაშვილის პარკში
29, 30 და 31 მარტს, ლუმოსის იოგას ინსტრუქტორი, დავით დაუთაშვილი, იგივე დოვიდასი გეპატიჟებათ ლაგოდეხში, საგაზაფხულო სამდღიან მოგზაურობაში
ლაგოდეხში გვიმასპინძლებს სასტუმრო ლაგოდეხი ინნ მყუდრო და კომფორტული ნომრებით, დიდი ეზოთი, ეროვნულ ნაკრძალთან ახლოს, რაც კიდევ უფრო დაუვიწყარ თავგადასავალს გვპირდება.
დოვიდასი ლუმოსში არა მხოლოდ იოგას ინსტრუქტორია და რეგულარულ კლასებს უძღვება, არამედ ფლობს ავსტრალიურ თერაპიულ ინსტრუმენტზე, დიჯირიდუზე დაკვრის ხელოვნებას და ხშირად გვანებივრებს მაკურნებელი ვიბრაციებით.
რა გელით სამდღიანი განახლების რითრითზე დოვიდასთან ერთად?
მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვება ორგანიზმის გასაწმენდად და უჯრედების გასაახლებლად - პირველ დღეს კვება ხილით, შემდეგ დღეებში კი ვეგანური, მსუბუქი და სასარგებლო კერძები, რომლებიც აგვავსებს ორგანიზმისთვის საჭირო მიკროელემენტებით.
იოგას პრაქტიკა სხეულის გასაძლიერებლად, ამტანობის და მოქნილობის გასაზრდელად, კუნთების გასაწელად და მოსადუნებლად, რელაქსაციისა და დარბილებისათვის.
სუნთქვითი ვარჯიშები - ინსტრუქტორის მეთვალყურეობით სწორად და ყურადღებით შესრულებული სუნთქვითი ვარჯიშები ამშვიდებს და აბალანსებს გონებას, ათავისუფლებს დაგროვილ გაუცნობიერებელ და ნეგატიურ ემოციებს.
კონცენტრაცია და მედიტაცია - მენტალური სავარჯიშოები, რომლებიც ამცირებს შფოთვას და აძლიერებს კონცენტრაციას.
ბგერითი თერაპია დიჯერიდუთი - მაღალი სიხშირის ბგერები დადებით გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, მიიღწევა რელაქსაციისა და მსუბუქი თერაპიული ტრანსის მდგომარეობა.
და ბოლოს, არაპროგნოზირებადი თავგადასავლები, რომლებიც არავინ უწყის, მოგზაურობისას რომელ ბილიკზე გამოხტებიან.
ღირებულებაში შედის:
მგზავრობა მიკროავტობუსით თბილისიდან ლაგოდეხში და უკან დაბრუნება;
განთავსება სასტუმროში;
კვება;
ყველა პრაქტიკაზე დასწრება.
გასვლის ღირებულებაა: 390 ლარი
რეგისტრაციისთვის:
მოგვწერეთ ჩათში
ან დაგვირეკეთ ნომერზე:
595 620 001
ჩვენი სტუდიის მისამართია:
საირმის 71 გოძიაშვილის პარკში
Yoga helps children with the right development of the body. They learn to observe and introspect, to be more physical and to better handle the emotions. It also improves their sleep and improves their immune system; practicing in a group enhances their social skills.
Having mostly animal, plants and objects positions in Yoga turns the practice into fun and games.
Given the hectic routines there’s less time left for parent-child relationships. Family yoga is a perfect way to spend meaningful time together while having fun. Family members see each other in a whole new light, find new common ground, children get motivated to exercise and this whole experience becomes unforgettable.
cost for family yoga:
2 person from family: 50 Gel
3 person from family: 60 Gel