top of page
menu-plant-final-menu.png

იოგას დილის კლასის გახსნა

იაკო

18 მარტი 10:00 - 12:00

სამშაბათს, 18 მარტს, 10:00-12:00 საათზე ლუმოსში, გეპატიჟებით იოგას დილის ახალი კლასის გახსნაზე, რომელსაც გაუძღვება ლუმოსის იოგას ინსტრუქტორი, იაკო.


კლასი გულისხმობს ინდივიდუალურ მიდგომას თითოეული მოვარჯიშის მიმართ. რას გულისხმობს ინდივიდუალური მიდგომა და რა უპირატესობა აქვს ჯგუფურ ვარჯიშთან შედარებით?


  • ინდივიდუალური საჭიროებები: ინსტრუქტორი გეხმარებათ ასანების უნიკალური კომბინაციისა შემუშავებაში, რომელიც მორგებულია თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებზე; კლასში ვარჯიში შეუძლია ნებისმიერი ასაკის, ფიზიკური მოცემულობისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობა ყურადსაღებია.


  • ვარჯიშის ტემპი: თქვენი ფიზიკური შესაძლებლობების, გამოცდილებისა და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, ვარჯიში შეგიძლიათ საკუთარ ტემპში და არ გიწევთ, აყვეთ ჯგუფის დინამიკას.


  • ვარჯიშის დროის მოქნილობა: სავარჯიშოდ შეგიძლიათ მოხვიდეთ შემოთავაზებული დროის შუალედში თქვენთვის სასურველ და მოსახერხებელ დროს.


  • ვარჯიშის ხანგრძლივობა: ვარჯიშის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და ის დამოკიდებულია თქვენს გამოცდილებაზე და დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს.


  • უსაფრთხოება: ვარჯიშის მთავარი ფოკუსი უსაფრთხო მოძრაობა, სწორი სუნთქვა, ჯანმრთელობის გაუმჯობესება, ძალის, ბალანსისა და მოქნილობის თანდათანობითი მომატებაა.


  • დრო დასვენებისა და მენტალური/ფიზიკური ენერგიის აღდგენისთვის: კლასი გიქმნით უსაფრთხო, მშვიდ გარემოს დასვენებისა და სტრესის მოსახსნელად.


  • „აქ და ახლა” ყოფნა: ინდივიდუალური მიდგომა საუკეთესო საშუალებაა, გაიცნო შენი თავი სხვადასხვა სხეულებრივ ფორმაში, იყო „აქ და ახლა” და სიღრმისეულად შეიგრძნო ასანების სარგებელი როგორც ფიზიკურ, ასევე მენტალურ დონეზე.


  • დამოუკიდებელი პრაქტიკა: დროთა განმავლობაში მსგავსი მიდგომით სისტემატური ვარჯიში საწინდარია იმისა, რომ გარკვეული გამოცდილების შემდგომ თავად დაგეგმოთ საკუთარი პრაქტიკა თქვენი ნების, განწყობისა და არსებული ფიზიკური მდგომარეობის მიხედვით და სახლის პირობებშიც ივარჯიშოთ.


bottom of page