

ერთობა
„ერთობა“ არის ლუმოსის ახალი პროექტი - ღია ცის ქვეშ ივენთების სერია, რომელიც ადამიანებს შეუქმნის მშვიდ და უსაფრთხო გარემოს, დაესწრონ მრავალფეროვან გამაჯანსაღებელ, თერაპიულ, მედიტაციურ და თვითშემეცნებით პრაქტიკებს.
13 ივლისი | 28 სექტემბერი
ლუმოსის კომუნისთვის ეზო ფესტივალის ტერიტორიაზე, მთაწმინდის ტყეში ჩატარებულმა სამმა წარმატებულმა ივენთმა გვაჩვენა, რომ დრო მოვიდა გაფართოების. ტერიტორიის ლანდშაფტი და სივრცის ორგანიზება შესაძლებლობას გვაძლევს, ერთდროულად დავგეგმოთ რამდენიმე პრაქტიკა, მთელი დღის განმავლობაში, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ 5 სივრცეში ისე, რომ ისინი ერთმანეთს ხელს არ უშლიდეს.
რა გველის 13 ივლისს?
პრაქტიკებს გაუძღვებიან ლუმოსის როგორც რეგულარული კლასების ინსტრუქტორები, ასევე მოწვეული სტუმრები, რომლებიც ლუმოსში პერიოდულად მართავენ ვორქშოფებსა და თემატურ ივენთებს.
აქტივობები სამ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ სივრცეში ჩატარდება:
ოდა (დახურული სივრცე)
კოსმოსი (ღია სივრცე)
მთავარი სცენა (ღია სივრცე)
სხეულზე ორიენტირებული პრაქტიკები:
5რიტმის® ცეკვა - თაკო მეგრელიშვილი;
ცეკვა-თამაშ-მაიმუნობა - ეკატა მახათაძე; Purple Flame
ციგუნი და ტაი ჩი - იური ლომიძე;
ზუმბა და ბოლივუდის ცეკვა - ვინეი პანასარ;
იოგა და მედიტაცია ყურადღების გაფართოებისთვის - ვარლამ (დათო) ჩარკვიანი;
იოგა ვორქშოფი გულის გასახსნელად - ვასუ;
თერაპიული პრაქტიკები
მარმა - იოგური ვორმ აფი და თვით მასაჟი;
Შიატსუ: იაპონური მასაჟი წყვილებისთვის - თამარა ამარა;
ცერემონიები და ვორქშოფები
შამანური ბგერითი თერაპია - ნელი აგირბა;
ჩაის ცერემონია - თეო სომა;
ლეთერინგის ვორქშოფი - სოფიო ჩხენკელი;
ორგანიზება და თვითშემეცნება - ბულეთ ჟურნალით - მაკა ბერბიჭაშვილი;
შემეცნებითი აქტივობები, ლექციები
ჰოლისტიკური მიდგომა - თემო ბესელია;
გონებისა და სხეულის ერთობა და ჰარმონია - ლაშა ჯაყელი (პროექტი მინდორი);
საბავშვო აქტივობები
ორეგამების გაკეთება - სალომე სარაჯიშვილი;
საბავშვო იოგა - სალომე სარაჯიშვილი;
ბრასლეტების გაკეთება მაკარონით - სალომე ფორჩხიძე;
საოჯახო იოგა - სალ ომე სარაჯიშვილი;
ხატვა თოკით- სალომე ფორჩხიძე;
მუსიკალურ-გასართობი
ანუშკა ჩხეიძე Live;
9eye Vinyl set;
Rati Dj Set ;
ეზო ფესტივალის ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს კაფე, სადაც დაგხვდებათ უგემრიელესი პიცა, ხილი და გამაგრილებელი სასმელები.
კაფეს სცენაზე მოწყობილ ფლი მარკეტზე კი აღმოაჩენთ უამრავ თქვენთვის საინტერესო ნივთსა თუ ტანსაცმელს, რომელსაც შეგიძლიათ ახალი სიცოცხლე შესძინოთ.
12 წლამდე ბავშვების დასწრება უფასოა
კარი იღება : 11:30 საათზე
ივენთზე დასწრების ღირებულებაა:
I კალათა - 50 ლარი
II კალათა - 70 ლარი
კარზე - 80 ლარი
ქალაქის ცენტრიდან მოსახვედრად:
შეგიძლიათ ისარგებლოთ 390-ნომერი ავტობუსით (ბარათაშვილის ქუჩიდან)
ასევე 364-ნომერი ავტობუსით (რუსთაველიდან, მეტროს სადგურიდან)
თუ ფუნიკულიორის საბაგიროთი ამოხვალთ, მიჰყევით ლოკაციის ბმულს, რომელიც დაგეხმარებათ ადგილზე მოსვლაში.