top of page
menu-plant-final-menu.png

გულიხვი

''გულიხვი'' ლუმოსის სოციალური პროექტია, რომლის მიზანია ჩვენთან ვარჯიში ხელმისაწვდომი იყოს ვარჯიშის მსურველთათვის, რომლებსაც არ აქვთ ამის ფინანსური შესაძლებლობა.


გულიხვს ორი ფრთა აქვს - მონდომებული მსურველებისა და გულიხვების.


gulikhvi lumos pattern

ყოჩაღები:

gulikhvi lumos pattern

ისინი, ვისაც აქვს ვარჯიშის სურვილი, ინტერესი ან საჭიროება, მაგრამ არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა.

დამფინანსებლები, ანუ გულიხვები:


ადამიანები, რომლებმაც გამოსცადეს ლუმოსური პრაქტიკების სიკეთე და სარგებლიანობა და მზად არიან, გაიღონ თვეში 20 ლარი ვინმე მონდომებულის აბონემენტის დასაფინანსებლად.


რა არის საჭირო, რომ ჩვენი კლასების ერთთვიან აბონემენტზე 100%, 70%, 50%, 30%-იანი დაფინანსება მიიღოთ?


მოტივაცია - გამოგვიგზავნეთ მითითებულ ბმულზე სამოტივაციო წერილი, რომელშიც აღწერთ თქვენს ოჯახურ მდგომარეობას, საქმიანობას, გულწრფელად მოგვიყვებით, რა არის თქვენი მოტივაცია, როგორ გაიგეთ ლუმოსის შესახებ და რატომ გსურთ ჩვენთან შემოერთება.

გულიხვებს გადაეცემათ:

საპატიო ლუმოსელის ორდენი - მათთვის შეიქმნება საგანგებო ჯგუფი, სადაც გაიგებენ ჩვენი აქტივობების შესახებ და ისარგებლებენ განსაკუთრებული ფასდაკლებით.


ჩვენ კი ვიზრუნებთ, რომ ხშირად დავგეგმოთ მრავალფეროვანი ღონისძიებები გულიხვებისა და დაფინანსებულების ერთმანეთთან გასაცნობად, დასაახლოებლად, სალაღობოდ.


ვისაც სურს, გამოიჩინოს გულიხვობა, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ.


დაფინანსების მსურველებმა კი, გთხოვთ, შეავსოთ ფორმა.

bottom of page