top of page
menu-plant-final-menu.png

5 რიტმი

თაკო

"თუ შენ არ იცეკვებ შენს ცეკვას, მაშინ ვინ?" – გაბრიელა როთი.

ხუთშ.

19:30 - 21:30

ენები: ქართული/ინგლისური

„5რიტმი ჩემი ცხოვრების ისეთ ეტაპზე აღმოვაჩინე, როდესაც ძალიან მიჭირდა გრძნობების ვერბალურად გამოხატვა. მას შემდეგ, ყოველ ჯერზე 5რიტმის ცეკვისას ვგრძნობ, როგორ მეხმარება ეს პრაქტიკა განსხეულებაში, განვითარებაში, გაზრდასა და სწავლაში.


ჩვენს შეხვედრებზე შევეცდები, გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება და ის ხერხები, რომლებიც დამეხმარა ამ პროცესში.

ჩემი სურვილია, შევქმნა უსაფრთხო და დაცული გარემო, სადაც ყველას შეუძლია გამოხატოს თავისი შინაგანი სამყარო ყოველგვარი შეფასების გარეშე .


5რიტმი ჯადოსნური პრაქტიკაა, რომელიც ჩვენივე სხეულით გვასწავლის ჩვენს ცეკვას, აღმოგვაჩენინებს უნიკალურ მოძრაობასა და გამოხატვის ენას.



5რიტმი არის პრაქტიკა, რომელიც მოითხოვს სისტემატურობას, რათა ჩვენი ყოველდღიურობა ისეთივე უნიკალური და სავსე გახდეს, როგორიც ვართ ცეკვისას.

მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, თქვენც გაგიზიაროთ 5რიტმის პრაქტიკა.“



თაკო მეგრელიშვილი 5რიტმის სერტიფიცირებული მასწავლებელია. ლუმოსში გაკვეთილებს ჩაატარებს ყოველ ხუთშაბათს. შეხვედრა 19:30 საათზე მუსიკის ფონზე სხეულის მსუბუქი გახურებით დაიწყება. ამას მოჰყვება პრაქტიკის მოკლე წარდგენა და დემო, რის შემდეგაც ერთსაათიან ე.წ. „ვეივში“, 5 რიტმისგან შემდგარ მოძრაობის ტალღაში გაგიძღვებათ თქვენივე სხეული თაკოს გაიდინგის დახმარებით.


სურვილისამებრ, პრაქტიკას შეგიძლიათ შეუერთდეთ 19:30 საათზე ე.წ. „ვორმაფის“, გახურების დროს ან უშუალოდ პრაქტიკის დაწყებისას 20:00 საათზე.


დასწრების ღირებულებაა: 35 ლარი;


თვიური აბონემენტი : 120 ლარი


წყვილებისა და სტუდენტებისთვის: 20 ლარი

bottom of page