

აშთანგა იოგა მიქსი
თემო
ორშ. ოთხშ. პარ.
19:30 - 20:30, 20:30 - 22:00
ენები: ქართული/ინგლისური/რუსული
ჩემი პრაქტიკა უმეტესად ეფუძნება კლასიკური აშთანგა იოგას სკოლას, მაგრამ წლების განმავლობაში პირადი გამოცდილებითა და საკუთარ თავზე დაკვირვების შედეგად აღმოვაჩინე, რომ იოგას პრაქტიკა უნდა მოერგოს თანამედროვე ადამიანის წინაშე არსებულ გამოწვევებს და დაეხმაროს მას მათთან გამკლავებაში. იოგას ფიზიკური სარგებელი გადაჯაჭვულია ფსიქიკურ ჯან მრთელობასთან და ერთმანეთზე აისახება.
გაკვეთილები მეტწილად სპონტანურად, სტუდენტების საჭიროებებისა და სურვილების გაზიარების შემდეგ, ინტუიტიურად იგეგმება. პრაქტიკისას ხანდახან ვიყენებ თერაპიულ, ოშოს კათარზისულ, ტანტრულ, ცეკვის, ციგუნისა და სხვადასხვა მედიტაციურ პრაქტიკებსა და სუნთქვით ტექნიკებს, რაც მოსწავლეებს ეხმარება არა მხოლოდ ფიზიკური სხეულის გაჯანსაღებასა და გაძლიერებაში, არამედ მენტალური ბლოკებისაგან გათავისუფლებაში, გონების სიმსუბუქისა და სიმშვიდის მოპოვებაში, არასასურველი ემოციებისაგან დაცლაში, საკუთარი თავის სხვადასხვა მხრიდან დანახვასა და მიმდინარე პროცესების ღრმა ანალიზში.“
თემო 2016 წლიდანაა ლუმოსის იოგას ინსტრუქტორი. მისი გამოცდილება, როგორც იოგას პირადი, ასევე ინსტრუქტორობის, 25 წელს ითვლის. თემოს პრაქტიკის მთავარი მიმართულებებია: ჰათჰა იოგა, აშთანგა იოგა და კუნდალინი იოგა. რეგულარული კლასების გარდა ლუმოსში ხშირად შეხვდებით თემოს კლასგარეშე აქტივოვებს: ოშოს თერაპიულ-კათარზისულ კვირეულებსა და ჰოლოტროპული სუნთქვის რითრითებს ქალაქგარეთ.
თემომ იოგას პირადი პრაქტიკა 2001 წლიდან, ჰათჰა იოგათი დაიწყო და 2007 წლიდან სწავლება დაიწყო. ჰათჰა იოგას შემდეგ გაეცნო კუნდალინი იოგას იოგი ბჰაჯანის სკოლის მიხედვით.ქალაქ მოსკოვში გაიარა კუნდალინი და აშთანგა ვინიასა იოგას მასწავლებლის კურსი. ინდოეთში სწავლობდა ჰათჰა იოგას ცნობილ იოგთან, ვიჯეი ომართან. თემო ასევე არის რეიკის (ენერგეტიკული მკურნალობის)მასტერი.
