top of page
menu-plant-final-menu.png

დინამიური იოგა

თამთა

იოგა მოძრაობაში

ორშ. ოთხშ. პარ.

09:00-10:00

ენები: ქართული/ინგლისური

თამთას დინამიური იოგას კლასები ლუმოსის დილის განუყოფელი ნაწილია.


ჩემს პრაქტიკაში კლასიკური ჰათჰა იოგას ასანები და აშთანგა ვინიასას ელემენტები ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და ორიენტირებულია მოქნილობის მომატებასა და კუნთოვანი მასის თანაბარ და სწორ განვითარებაზე.


ჩემი გაკვეთილების დინამიკასა და ხასიათში გადამწყვეტი არა განსაზღვრულ ასანათა სავალდებულო შესრულება, არამედ სტუდენტების ფიზიკური მომზადების დონე და დღის ემოციური და ენერგეტიკული მუხტია. იოგას პრაქტიკა ჩემთვის საკუთარი თავის კვლევისა და დაკვირვების უნიკალური ინსტრუმენტია და ვცდილობ ამ კუთხით გადავცე ის მოვარჯიშეებს.


ჩემს გაკვეთილებზე აქტიურად ვიყენებ ყველა იმ მომიჯნავე პრაქტიკას, ფსიქოტექნიკასა და მოდუნებისა თუ კონცენტრაციის სავარჯიშოს, რომლებიც პირადად გამოვცადე საკუთარ თავზე. მრავალფეროვანი სტატიკური და დინამიური მოძრაობებისა თუ სავარჯიშოების გამოყენება ემსახურება მიზანს, დავუკავშირდეთ საკუთარ თავს დენადი გზებით.

bottom of page