top of page
menu-plant-final-menu.png

იოგა ინდივიდუალური მიდგომით

კუდო

ორშ. ოთხშ. პარ.

19:00 - 21:30

ენები: ქართული/ინგლისური

ინდივიდუალური მიდგომა იოგაში გულისხმობს მოსწავლის თავისუფლებას ინსტრუქტორის მეთვალყურეობის პირობებში.

ესაა საუკეთესო გზა იმისთვის, რომ ჩაუღრმავდე საკუთარ სხეულს და დაიწყო მისი მოსმენა და გაგება.

ასეთი ვარჯიშის მიზანია, ადამიანმა მეტად იმუშაოს საკუთარ თავზე, მოახდინოს კონცენტრაცია ინდივიდუალურ მიზანზე, გაიგოს, თუ რა არის მისთვის საუკეთესო და თავადვე შეიმუშაოს მისაღები პრაქტიკა. რასაკვირველია, პროცესში მუდამ ჩართულია ინსტრუქტორი და მასთან კომუნიკაციას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.


ასეთი ტიპის კლასში ყველანაირი ფიზიკური მზაობის ადამიანს შეუძლია ვარჯიში. მეტიც, ეს მეთოდი საუკეთესოა იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ან ფიზიკური მოცემულობა განსაკუთრებით გასათვალისწინებელია. იქნება ეს ხერხემლის პათოლოგიები, ჭარბი წონა თუ სხვა.

“იოგას რეგულარულმა ვარჯიშმა მასწავლა, თუ როგორ ვიმუშაო ჩემს სისუსტეებზე ისე, რომ პროცესი იყოს არა მტანჯველი, არამედ ჰარმონიული, სასიამოვნო და აღმოჩენებით აღსავსე. იოგა დამეხმარა, დამებრუნებინა და შემენარჩუნებინა ჯანმრთელობა და სიამოვნება მიმეღო ცხოვრებისგან.

ჩემი მიდგომა ორიენტირებულია პროცესზე, რაც გამორიცხავს ყოველგვარ ძალდატანებასა და ზედმეტ ძალისხმევას. ვარჯიშს ყოველთვის ვაწყებინებ მარტივი და კომფორტული მოძრაობებით (შეხურებით), რაც სხეულს უქმნის საფუძველს და ამზადებს შედარებით რთული და გამომწვევი მოძრაობებისათვის. შედეგად, ვარჯიშის პროცესი არის ნელი, სისტემატიური და აღმოჩენებით აღსავსე.

ჩემი მიზანია, მოვარჯიშეებს შევუქმნა მშვიდი გარემო და დავეხმარო ზომიერად, რომ გამოსცადოს საკუთარი სხეულის შესაძლებლობები და განაგრძოს მასთან ჰარმონიული თანაარსებობა.“

bottom of page