top of page
menu-plant-final-menu.png

ციგუნი

იური

ნაზი მოძრაობები, სუნთქვის კონტროლი და მედიტაცია

სამშ. ხუთშ.

11:00 - 12:00

ენები: ქართული/ინგლისური/რუსული

იური ლუმოსის ყველაზე გამოცდილი ინსტრუქტორია ტაი ჩის, ციგუნისა და იოგას პრაქტიკის 45 წლიანი გამოცდილებით.

დისციპლინების სპეციფიკის შესახებ ის თავად მოგვითხრობს:

როგორ შეიძლება იყოთ მშვიდები, დაბალანსებულები და ბედნიერები, თუნდაც თანამედროვე ქალაქური ცხოვრების აჩქარებულ რიტმში ან სტრესულ თუ კონფლიქტურ სიტუაციებში?

როგორ მართოთ თქვენი გუნება-განწყობა და ჯანმრთელობა?

როგორ შეიძლება განავითაროთ თქვენი ნიჭი და შემოქმედებითი უნარები არა მხოლოდ გონებრივი შესაძლებლობებისა და სულის სილამაზის გამოსახატად, რომელიც ბუნებამ გვიბოძა, არამედ მიაღწიოთ ურთიერთგაგებას, მშვიდობიან და სიყვარულით სავსე ურთიერთდამოკიდებულებას ადამიანებთან და ამ საოცარ გარესამყაროსთან?

არსებობს თუ არა მარტივი გზები, რომლებსაც არ სჭირდება ბევრი დრო და განსაკუთრებული უნარები ამ ყველაფრის მისაღწევად?

ჩემი პასუხი ყველა ამ კითხვაზე საკმაოდ მარტივია: ძველი ჩინური სისტემა ციგუნი - მარტივი და ეფექტური პრაქტიკა სხეულის მართვისა და დახვეწისთვის.

ციგუნი არის დროთა განმავლობაში ჯანმრთელობისა და თვითრეგულაციის ნაცადი მეთოდების კრებული, რომლის შესწავლაც არ მოითხოვს ბევრ დროსა და ძალისხმევას.

ციგუნის მეთოდები გვეხმარება ჯანმრთელობისა და ბალანსის მაღალ დონეზე შენარჩუნებაში და შესაფერისია ყველა ასაკისა და უნარის მქონე ადამიანისთვის. შემთხვევითი არაა, რომ ყველა აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნება ეფუძნება ციგუნის თეორიასა და მეთოდოლოგიას.

გონიერი ადამიანი ყოველთვის ეძებს გზებს, იყოს ბედნიერი, მშვიდი და თვითმართვადი ხანდაზმულობის, სისუსტის, ავადმყოფობისა და სოციალური არეულობის დროს. თუ გსურთ, რომ მუდმივად ისწაფვოდეთ თქვენი სულიერი სრულყოფილებისკენ და იცხოვროთ ხანგრძლივი, მშვიდი და ბედნიერ ცხოვრებით - ციგუნი თქვენი სანდო მეგზური იქნება.

ციგუნის სისტემა, როგორც „ცის მუშაობა” ან „ცხოვრების ენერგია,” გვასწავლის, როგორ უნდა დავზოგოთ, შევაგროვოთ, დავაბალანსოთ და გავაძლიეროთ ჩვენი სასიცოცხლო ენერგია, ვმართოთ ჯანმრთელობა და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.

ჩემი პრაქტიკის მეორე მხარე ასევე ჩინურ სისტემას ეფუძნება: თაიძი ცუანი, რომელიც მიეკუთვნება საბრძოლო ხელოვნების უმაღლეს დონეს და ასწავლის პრაქტიკოსს არა მხოლოდ სხეულის ფიზიკური შესაძლებლობების გამოყენებით თავისი „შიდა ენერგიისა” და „შიდა ძალების” გარემოსთან ურთიერთობას. თაიძი ცუანი შეიძლება ჩაითვალოს ციგუნის მეთოდების გაგრძელებად გარეგან ურთიერთობაში, მათ შორის კონფლიქტურ სიტუაციებში.

ორივე პრაქტიკა აუმჯობესებს ორგანიზმის სამ მნიშვნელოვან ფუნქციას: მოძრაობას, სუნთქვასა და აზროვნებას. ციგუნი ძირითადად იყენებს კონცენტრაციის სტატიკურ მეთოდებს, ხოლო თაიძი - დინამიკურს.

დაბოლოს, ჩემი პრაქტიკის მესამე ნაწილი მოიცავს სპეციალური სავარჯიშოების კომპლექსს, რომელიც აძლიერებს ფიზიკურ სხეულს, აუმჯობესებს მოქნილობას, მოძრაობისა და სუნთქვის ეფექტურობასა და სასიცოხლო ფუნქციებს. სავარჯიშოები ასევე ეხმარება თაიძი ცუანის პრაქტიკის განვითარებას.

პრაქტიკის ეს ნაწილი ტარდება გაკვეთილის შუაში, თაიძი ცუანის გაკვეთილამდე.

რა გელით გაკვეთილებზე:

ჯანმრთელობის გაუმჯობესება: გულისისხლძარღვთა, იმუნური სისტემის გაძლიერება და ძილის რეგულირება.

სტრესისა და შინაგანი დაძაბულობის შემცირება: შინაგანი ჰარმონია და სიმშვიდე.

მოქნილობისა და კოორდინაციის გაუმჯობესება: სხეულის გაჯანსაღება და ენერგიის მომატება.

კონცენტრაციისა და ყურადღების გაუმჯობესება: მენტალური და შემოქმედებითი უნარების განვითარება

bottom of page