

ვინიასა ფლოუ იოგა
ვასუ
ორშ. ოთხშ. პარ. / შაბ.
20:00 - 21:00 / 11:30 - 12:30
ენები: ინგლისური
ვასუ 20 წელია იოგას ინსტრუქტორია. ვარჯიში 12 წლის ასაკში დაიწყო იოგას სამშობლოში, რიშიკეშში. მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყნებში მასწავლებლობის შემდეგ მეორე სამშობლოდ საქართველო აირჩია. 2017 წლიდან ლუმოსის ოჯახს შემოუერთდა.
მისი პრაქტიკა მეტწილად დინა მიკურია და მორგებულია იმ ადამიანებზე, რომლებიც აქტიური და დაბალანსებული ცხოვრების წესს ირჩევენ.
„ჩემი პრაქტიკის მთავარი მიმართულებაა ვინიასა ფლოუ, უწყვეტი მოძრაობა და პოზიციების დინამიკური ცვლა, რაც წარმოქმნის ძლიერ ენერგეტიკულ ნაკადს. გაკვეთილზე ასანების სწორად შესრულებასთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სუნთქვას, როგორც დამხმარეს მოძრაობის კოორდინაციაში. ჩემი პრაქტიკა დინამიკური და ფიზიკურად საკმაოდ მომთხოვნია, ვარჯიშის შემდეგ წარმოქმნილი შინაგანი სიმხურვალე და ენერგიის ნაკადი წმენდს და ხსნის ბლოკირებულ უბნებს სხეულში.“
