top of page
menu-plant-final-menu.png

ვინიასა იოგა მიქსი

ირინა

სამშ. ხუთშ. / შაბ.

20:15 - 21:30 / 19:00 - 20:30

ენები: ქართული/ინგლისური/რუსული

ვინიასა იოგა მიქსი, არის იოგას სხვადასხვა მიმდინარეობის ნაზავი. მიუხედავად იმისა რომ იოგას ყველა სახეობის საფუძველი ჰათჰა იოგაა, მოგეხსენებათ ასანების თანმიმდევრობის, დინამიკის, სუნთქვის ტექნიკის და ა.შ. მიხედვით გამოიყოფა რამდენიმე მიმდინარეობა. ჩვენი კლასი იწყება შედარებით მსუბუქი და ნაკლებად დინამიკური ჰათჰა იოგას ელემნტებით, შემდეგ ტემპი მატულობს და გადავდივართ დინამიკურ ვინიასა იოგაზე, რომლის დროსაც ერთი მოძრაობა ტალღისებურად გადადის მეორეში. ვარჯიშის შედარებით რთული კულმინაციის მერე გადავალთ კვლავ ნელ ტემპზე და ვასრულებთ რელაქსაციით.


ეს პრაქტიკა საჭიროებს მცირედ მომზადებას, თუმცა რამდენიმე ვარჯიშის მერე დამწყებიც აუღებს ალღოს. კლასის მიზანი არის მეტად ამტანი და ძლიერი სხეულის ჩამოყალიბება, შრომისუნარიანობის და პროდუქტიულიბის ამაღლება, სხეულის წონის და ფორმების კორექცია, ისე რომ პრაქტიკოსს დამატებით არ დასიჭირდეს დარბაზში სიარული. ძალისმიერი პოზები შეგვმატებს გამძლეობას და სტერსისადმი მდგრადობას. პრაქტიკოსისთვის შესაძლებელი გახდება სხვადასხვა რთული პოზების შესრულება -ხელებზე, თავზე დგომა და ა.შ..


ჩემთვის იოგა არ არის მხოლოდ ფიზიკური ვარჯიში და რაიმე რთული ასანების შესრულება, ის არის გამძლეობის და უშრეტი ენერგიის წყარო, რომელიც გვეხმარება სტრესის და სხვადასხვა რთული ცხოვრებისეული სიტუაციების გადალახვაში.


როგორც ინსტრუქტორი მაქსიმალურად ვარ ორიენტირებული პრაქტიკოსების წინსვლაზე. 15 წლიანი გამოცდილება მოსწავლეებისთვის პროგრამის ზუსტად შერჩევაში მეხმარება. მიმუშავია ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე ადამიანებთან და თავადაც კი გავვოცებულვარ იმით, თუ რა შეუძლია იოგას.

bottom of page