ტაილანდური იოგას მასაჟს 2500 წლიანი ტრადიცია აქვს და დღესაც გამოიყენება, როგორც სამკურნალო სისტემა, რომელიც იყენებს ადამიანის მიმართ ჰოლისტიკურ მიდგომას.
ტაილანდური იოგას მასაჟის მიდგომის სპეციფიკის შესახებ ანდრეი თავად მოგვითხრობს:
"სეანსს ვიწყებ დიაგნოსტიკით, რაც მეხმარება დავადგინო, სხეულის რომელ ნაწილშია დისფუნქცია. უშუალო საუბრის დროს კლიენტი მეცნობა და მიზიარებს იმას, რაც აწუხებს, რაზე სურს ყურადღების გამახვილება და რა განზრახვა აქვს. იოგას მასაჟის წარმოდგენის მიხედვით, ჩვენს სხეულში ათი ძირითადი ხაზია. ისინი, თავის მხრივ, შედგება სასიცოცხლო ენერგიის 72000 არხისგან, რომლებიც მიედინება მთელ სხეულში. სეანსის დროს კლიენტი მოდუნებულ, პასიურ მდგომარეობაშია, აკვირდება შეგრძნებებს და თავისუფლდება დაძაბულობისგან. ყველა მოძრაობა სრულდება მასაჟისტის დახმარებით და ახლო სხეულებრივი კონტაქტით კლიენტის ყოველგვარი ჩარევისა და ძალისხმევის გარეშე.
მასაჟის პროცესში ჩართულია მთელი სხეული. მოძრაობები მიემართება სხეულის პერიფერიიდან ცენტრისკენ. იოგას მასაჟი ეხმარება აღადგენს სასიცოცხლო ენერგიის ბალანსს, ათავისუფლებს სხეულსა და გონებას ბლოკებისგან და ააქტიურებს სასიცოცხლო ენერგიის ნაკადს არხებში. ანატომიური თვალსაზრისით, ენერგეტიკულ წერტილებზე ზეწოლის შედეგად სტიმულირდება სისხლის მიმოქცევა, სხეული და გონება დუნდება და ისვენებს, იზრდება ნერვული დაბოლოებების მგრძნობელობა, უმჯობესდება სხეულის მოქნილობა. მასაჟი განიცდება სასიამოვნო გამოცდილებად, ნერვული სისტემის ღრმა გადატვირთვის გამო ხშირია ჩაძინება სესიის დროს, თუმცა ეს აუცილებელი პირობა არაა და ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია.
ჩემი გამოცდილებით, მასაჟი აუმჯობესებს როგორც ზოგად მდგომარეობას, ასევე პროგრესს იოგასა და მედიტაციის პრაქტიკაში. ამ გაგებით, მასაჟი ჩემი ფილოსოფიის ნაწილია ტკივილისა და ტანჯვისგან გათავისუფლების, ბედნიერებისა და შინაგანი პოტენციალის გამოხატვის გზაზე. სესია სრულდება ტიბეტური მომღერალი თასების ვიბრაციებით, რომლებიც ზემოქმედებს ნატიფ შრეებზე, სხეულის სითხეებზე, ძვლის ტვინსა და ცერებროსპინალურ სითხეზე. სეანსის დამასრულებელი ეტაპია კლიენტის შეფუთვა, როგორც თქვენი გამოცდილებისა და ძალის მეტაფორული თავმოყრა. ეს ეტაპი კლიენტს ეხმარება, გაუშვას ძველი და ღია იყოს ახალი გამოცდილებისთვის. ეს მასაჟის ღრმა ფილოსოფიური მიდგომაა, რომლის აღწერაც რთულია, ამიტომ, ყველას ვურჩევ, თავად გამოსცადოს საკუთარ თავზე."
ღირებულება:
1 საათიანი სესია - 120 ლარი
2 საათიანი სესია 170 ლარი
Thai Yoga massage has 2500 years of tradition and is still used as a treating system applying a holistic approach. Little bit about the specifics of Thai Yoga massage technique:
‘The session starts with diagnostics, which helps to establish the location of the dysfunction in the body. Part of the diagnostics is the conversation with a client which is introductory and where they share their problems and expectations from the session. According to the yoga massage, our body has ten major lines. They consist of 72000 channels of vital energy running throughout the body.
During the session the client is relaxed, observing the sensations and is releasing tension. Each movement is completed with the move of the massage instructor and close body contact without any interference or effort from the client. Whole body is involved in the process and the movements are directed from the periphery to the center. This helps to restore vital energy balance, release the blockages from body and mind and activates vital energy flow in the channels. From the anatomical standpoint applying the pressure on energetic points on the body stimulates blood flow, body and mind relax and rest.
The nerve endings become more sensitive and responsive and overall body flexibility is improved. Massage is felt as a pleasant experience, because of the deep reset of the central nervous system clients often fall asleep, although it’s not an universal outcome and all cases are individual. In my experience massage improves not only the overall state but also enhances progress in yoga and meditation practice. In these terms massage is the part of the philosophy to be relieved from pain and suffering and the path to happiness and manifesting the inner potential. Session is concluded with the vibrations of Tibetan singing bowls, which affect the fine layers of the body, body fluids, bone marrow and spinal fluid.
The final stage of the session is wrapping the client - as a metaphor of gathering all your past experiences and strength. This helps the client to release old and be open to new experiences. This is the deep philosophical approach of the yoga massage, which obviously is hard to describe with words and is always better to experience first hand’.
price:
1 hour Session - 120 Gel
2 Hour Session - 170 Gel
Andrei . ანდრეი
Tai Massage * ტაილანდური მასაჟი