top of page
menu-plant-final-menu.png

განახლების ვორქშოფი

თემო ბესელია

28,29,30 მარტი

“აი ახლა, ამ წამსვე იგრძენი შენი ანუსი და სასქესო ორგანოები. დაძაბულია? თუ დაძაბულია, იცოდე, რომ ეს შენი შიშებითა და ძლიერი ნეგატიური ემოციებითაა გამოწვეული. მოადუნე. და მერე ისევ დაძაბე. ისევ მოადუნე. ისევ დაძაბე. ისევ მოადუნე. გილოცავ, შენ აკეთებ კეგელის ვარჯიშს, რომელიც ნომერ პირველია რეპროდუქციული სისტემის ჯანმრთელობისთვის. კეგელი საყოველთაოდ ცნობილი ექიმი და მეცნიერია, რომელიც მე-20 საუკუნეში მოღვაწეობდა, მაგრამ ეს სავარჯიშო ადრეც იყო ცნობილი, მას ათასი წლის წინაც ასრულებდნენ ინდოელი იოგები და ჩინელი დაოსები. იოგას მიმართულებას, რომელიც სექსუალური ენერგიის გამოღვიძებასა და მართვას ასწავლის, ტანტრა ჰქვია.

ახლა მოდი, კიდევ ერთხელ თავიდან დავიწყოთ: გქონდა დაძაბული? ეს ნიშნავს, რომ შენი ენერგია


შებოჭილია შიშებისა და ნეგატიური ემოციებისგან. იქ, სადაც დაძაბულობაა, სასიცოცხლო ძალა ვერ მოძრაობს. ეს კი ნიშნავს, რომ შენი ცხოვრების, ინტიმური ურთიერთობების ხარისხი იმაზე დაბალია, ვიდრე შესაძლებელია, რომ იყოს. უენერგიობა, დაბალი იმუნიტეტი, დაბალი ლიბიდო, უხასიათობა და "უგემური" ცხოვრება - ასე იგრძნობა ამ ენერგიის დაბლოკვა.


მეორე რამ, რაც შეიძლება გეგრძნო, არის ის, რომ ანუსისა და სასქესო ორგანოების დაძაბვა გიჭირს. ეს ხომ კუნთია, რომელსაც ვარჯიში სჭირდება. და როგორც სხვა ნებისმიერი კუნთი, რომელიც თუ არ გააძლიერე და გამოიყენე, დისტროფირდება და დროთა განმავლობაში კარგავს თავის ფუნქციას.

ამ რითრითზე ჩვენ ვისწავლით მეთოდებს, თუ როგორ ვმართოთ ეს კუნთები და, შესაბამისად, ვმართოთ სექსუალური ენერგიაც. ვისწავლით, როგორ გამოვიყენოთ სუნთქვა იმისთვის, რომ ჩვენი სხეული და კუნთები გათავისუფლდეს


დაგროვილი ნეგატიური ემოციებისგან, ვისწავლით საკუთარი ენერგიის გააქტიურებას უფრო ძლიერი სექსუალური პოტენციისთვის, ავივსებით ენერგიით, დავიბრუნებთ სილაღესა და სიცოცხლის "გემოს". ამაში კი დაგვეხმარება ყველაზე ცნობილი ტანტრის ოსტატის მიერ შემუშავებული ოშოს პრაქტიკები,


კათარზისული მედიტაციები და ტანტრის თანამედროვეობაზე მორგებული ვარჯიშები, რომლებიც დაგეხმარება, განიცადო ენერგიის გამოღვიძება და გონების გაფართოება.

ბოლოში კი გეტყვი, რომ მაშინაც კი, თუ უკვე მართავ ამ კუნთებს და ფლობ საკუთარ ენერგიებს, ამ რითრითზე მაინც საინტერესო და სასიამოვნო დროს გაატარებ, დაისვენებ და კიდევ უფრო ღრმად გაიცნობ საკუთარ თავს.“


28, 29 და 30 მარტს ლუმოსის იოგას ინსტრუქტორი, თემო ბესელია გეპატიჟებათ განახლების სამდღიან რითრითზე ცემში, სადაც გვიმასპინძლებს სასტუმრო განთიადი, მყუდრო და კომფორტული ნომრებით, ტყესთან ახლოს, რაც კიდევ უფრო დაუვიწყარ თავგადასავალს გვპირდება.

რითრითის ღირებულებაა: 600 ლარი


ღირებულება მოიცავს:

  • მგზავრობას მიკროავტობუსით;


  • განთავსებას სასტუმროში 2 ან 3 ადგილიან ნომრებში;


  • ვეგეტარიანულ კვებას;


  • ყველა პრაქტიკაზე დასწრებას.


სასტუმრო:


https://www.facebook.com/share/1DsjAtwUVV/?mibextid=wwXIfr

bottom of page