

იოგა ნიდრა - იოგური ძილის პრაქტიკა
ეკატა
15 მარტი 17:00 - 19:00
ეკატა თავად მოგვითხრობს პრაქტიკის შესახებ:
„იოგა ნიდრა სანსკრიტული სიტყვაა და იოგურ ძილს ნიშნავს, მაგრამ პრაქტიკის დროს უნდა ვეცადოთ, არ დავიძინოთ და გავუყვეთ ძილსა და სიფხიზლეს შორის ვიწრო ბილიკს ქვეცნობიერ სამყაროში სამოგზაუროდ.
ძილსა და ღვიძილს შორის მდგომარეობაში სხეულის სრული მოდუნებით გადავდივართ და ვუსმენთ ხმას, რომელიც რუდუნებით დაატარებს ჩვენს ყურადღებას სხვადასხვა ადგილას. ამ მოგზაურობისას განცდილი შთაბეჭდილებები და აღმოჩენები ყველასთვის ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მონაწილის განზრახვაზე. თუმცა, ღრმა დასვენების, განტვირთვისა და სიმსუბუქის შეგრძნება, იოგა ნიდრას პრაქტიკას რომ მოაქვს, ყველა დამსწრესათვის საერთოა."
იოგა ნიდრას პრაქტიკა ჩატარდება შავასანას, ანუ ზურგზე მწოლიარე პოზიციაში. პრაქტიკაზე დასწრება შეუძლია ყველას, წინასწარი გამოცდილების გარეშე.
ეკატა იოგას სერტიფიცირებული მასწავლებელია. იოგა ნიდრა კი მისი ერთ-ერთი საყვარელი პრაქტიკაა როგორც სხვებზე, ასევე საკუთარ თავზე ზრუნვისათვის. ეკატა დაინტერესებულია სხეულის ენის კვლევით. ამისათვის კი იყენებს ცეკვას, როგორც საშუალებას სხეულში არსებული დაძაბულობების, ტრავმებისა და ბლოკების აღამოსაჩენად და მათგან გასათავისუფლებლად. ეკატას მოწოდება ხალხის გაერთიანებაა და ამისათვის ხშირად მართავს თავისუფალი ცეკვის საღამოებს და შეკრებებს, რომლებიც საინტერესო მოგზაურობებითა და აღმოჩენებითაა სავსე.
იოგა ნიდრას პრაქტიკაზე დასწრების ღირებულებაა: 35 ლარი